weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ავსტრიაში 10 წლამდე გოგონებს სკოლაში თავსაბურავის ტარება შესაძლოა აეკრძალოთ

01:12 პარასკევი, 06 აპრილი 2018
ფოტოზე სებასტიან კურცი ფოტოზე სებასტიან კურცი

ავსტრიის ახალი კოალიციური მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, რომ 10 წლამდე ასაკის გოგონებს სკოლასა და ბაღში თავსაბურავის ტარება აეკრძალოთ. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, ქვეყნის განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ „ბავშვთა დაცვის კანონი“ მიმდინარე წელს შემუშავდება და ეს იქნება „სიმბოლური აქტი“ ავსტრიული კულტურის ისლამური გავლენებისგან დასაცავად.

„ჩვენი მიზანია წინ აღვუდგეთ ავსტრიაში ნებისმიერი პარალელური საზოგადოების განვითარებას“, - განაცხადა ქვეყნის კანცლერმა სებასტიან კურცმა.

ვიცე კანცლერმა და ულტრამემარჯვენე კოალიციის წევრი თავისუფლების პარტიის ლიდერმა, ჰაინც-ქრისტიან შტრახემ კი თქვა, რომ ხელისუფლებას სურს პატარა გოგონები პოლიტიკური ისლამისგან დაიცვას.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენ ბავშვს შეეხება ახალი კანონი. ავსტრიაში მცხოვრებმა ძირითადმა მუსლიმურმა ჯგუფებმა მთავრობის ინიციატივას „აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული“ უწოდეს, ვინაიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მუსლიმურ თავსაბურავს ძალიან ცოტა გოგონა ატარებს.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მუსლიმურმა ორგანიზაციებმა დააყენეს საკითხი, თუ რატომ არ განიხილება ქრისტიანი ბავშვებისთვის ჯვრის ან ებრაელი ბიჭებისთვის კიპას ტარების აკრძალვის საკითხი.

ავსტრიაში უკვე მოქმედებს კანონი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში კრძალავს ისეთი მუსლიმური თავსაბურავით გამოჩენას, რომელიც მთლიან სახეს ფარავს, მაგრამ ქალებს ჩვეულებრივი ჰიჯაბის ტარება თავისუფლად შეუძლიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]