weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დონალდ ტრამპი რომის პაპს ვატიკანში შეხვდა

14:36 ოთხშაბათი, 24 მაისი 2017

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რომის პაპ ფრანცისკეს შორის შეხვედრა ვატიკანში გაიმართა. ტრამპი იტალიაში ისრაელიდან ჩავიდა.

კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლთან ნახევარსაათიანი პირადი შეხვედრის შემდეგ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია და ოჯახის სხვა წევრები, ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერი, ფოტოსესიაზე შეიკრიბნენ.

დონალდ ტრამპი იტალიის დედაქალაქში პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან და პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონისთან მოლაპარაკებებს გამართავს.

პრეზიდენტის რანგში ტრამპის უცხოეთში პირველი მოგზაურობა საუდის არაბეთში ვიზიტით დაიწყო, სადაც ის ძირითადად მუსლიმური ქვეყნების ლიდერების სამიტს დაესწრო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]