weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საფრანგეთის პრეზიდენტი: გვაქვს მტკიცებულება, რომ ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი გამოიყენა

22:46 ხუთშაბათი, 12 აპრილი 2018

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთს აქვს მტკიცებულება, რომ სირიის ხელისუფლებამ ქალაქ დუმას მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.

„ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ გასულ კვირაში ქიმიური იარაღი, სულ მცირე ქლორინი, იქნა გამოყენებული ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ“, - ციტირებს „ბი ბი სი“ პრეზიდენტის კომენტარს.

მაკრონს ამ ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებია. კითხვას - მიიღებს თუ არა საფრანგეთი მონაწილეობას სირიის მიმართულებით შესაძლო საჰაერო იერიშებში, მას უპასუხა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.

„საფრანგეთი არ დაუშვებს ესკალაციას, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს სტაბილურობას მთლიანად რეგიონში, მაგრამ ვერც რეჟიმებს მივცემთ უფლებას, იფიქრონ, რომ რასაც მოისურვებენ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, მათ შორის, საერთაშორისო სამართლის დარღვევა“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

მისივე თქმით, თუ საფრანგეთი მომავალში მსგავს ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას, მაშინ იერიშს, პირველ რიგში, მიიტანენ სირიის ქიმიური პოტენციალის წინააღმდეგ.

ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე სამაშველო და სამედიცონო ჯგუფმა, ასევე სირიის ოპოზიციამ გაავრცელა. ისინი ირწმუნებიან, რომ შაბათს, 7 აპრილს, ხალხი თვითმფრინავიდან ტოქსიკური ქიმიკატებით გაჯერებული ბომბების ჩამოგდების გამო დაიღუპა, რაზეც პასუხისმგებლობას სამთავრობო ძალებს აკისრებენ.

ბაშარ ასადის მთავრობამ, რომელიც სამხედრო დახმარებას რუსეთისგან იღებს, ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ქიმიური თავდასხმის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. იგივე პოზიცია აქვს რუსეთსაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია WHO პარტნიორების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქალაქ დუმაში 70 ადამიანი გარდაიცვალა, 500 კი საავადმყოფოში მოხვდა ისეთი სიმპტომებით, რომელიც ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებისთვის არის დამახასიათებელი. ორგანიზაციამ ქალაქ დუმაში დაუყოვნებლივ დაშვება მოითხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]