weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან ერთად სირია დაბომბა

21:55 შაბათი, 14 აპრილი 2018

14 აპრილს, ამერიკის შეერთებული შატატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე წერტილოვანი საჰაერო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა. ეს გადაწყვეტილება 7 აპრილს ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების გამო მიიღეს.

ტრამპის განცხადებით, საჰაერო დარტყმები იმის შედეგია, რომ რუსეთმა ვერ შეძლო სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შეჩერება. ტრამპმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს „მონსტრი“ უწოდა, რომელიც ადამიანების სიკვდილზეა პასუხისმგებელი.

საჰაერო იერიში აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა განახორციელეს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

პენტაგონის ინფორმაციით, თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე იყო დამასკოში მდებარე სამეცნიერო ცენტრი, რომელსაც სირია ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კვლევის, განვითარების, წარმოებისა და გამოცდისთვის იყენებს. კიდევ ერთი სამიზნე ქალაქ ჰომსში არსებული ქიმიური იარაღის საწყობი იყო.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმზ მეტისმა განაცხადა, რომ სირიის წინააღმდეგ საჰაერო იერიშები დაგეგმილი აღარ არის. თუმცა, მანამდე, თავის მიმართვაში ტრამპმა არ გამორიცხა დარტყმების განმეორება იმ შემთხვევაში, თუ ასადის ხელისუფლება „ქიმიურ იარაღს კიდევ გამოიყენებს“.

„ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ იქამდე, სანამ სირიის რეჟიმი არ შეწყვეტს აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას“, - აღნიშნა ტრამპმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საჰაერო დარტყმებს სუვერენური სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია უწოდა. პუტინის თქმით, დაბომბვის საბაბად გამოყენებული იქნა „ინსცენირება, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მომწამლავი ნივთიერება გამოიყენეს“.

ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე სამაშველო და სამედიცონო ჯგუფმა, ასევე სირიის ოპოზიციამ გაავრცელა. ისინი ირწმუნებიან, რომ 7 აპრილს ხალხი თვითმფრინავიდან ტოქსიკური ქიმიკატებით გაჯერებული ბომბების ჩამოგდების გამო დაიღუპა ან დაშავდა, რაზეც პასუხისმგებლობას სამთავრობო ძალებს აკისრებენ.

ბაშარ ასადის მთავრობამ, რომელიც სამხედრო დახმარებას რუსეთისგან იღებს, ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ქიმიური თავდასხმის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. იგივე პოზიცია აქვს რუსეთსაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია WHO პარტნიორების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქალაქ დუმაში 70 ადამიანი გარდაიცვალა, 500 კი საავადმყოფოში მოხვდა ისეთი სიმპტომებით, რომელიც ქიმიური ნივთიერების ზემოქმედებისთვის არის დამახასიათებელი. ორგანიზაციამ ქალაქ დუმაში დაუყოვნებლივ დაშვება მოითხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]