ჯესიკა კურკუნისი - ნორისტაუნი, პენსილვანია: ქალთა უფლებების დამცველ დემონსტრანტს, რომელიც სექსუალურ ძალადობაში მხილებულ ბილ ქოსბის სასამართლოზე მივიდა, პოლიცია აკავებს.
მოჰამედ სალემი - ღაზა, პალესტინა: პალესტინელი დემონსტრანტები ისრაელის საზღვართან არსებულ საცხოვრებლებში დაბრუნებას ითხოვენ.
White Helmets - დუმა, სირია: ქიმიური ნივთიერების შემცველი იარაღის გამოყენების შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს ჰოსპიტალში მკურნალობენ.
სამირ ალ-დუმი - იდლიბი, სირია: სირიელ სამოქალაქო თავდაცვის მოხალისეებს აფეთქებისას დაშავებული გოგონა მიჰყავთ.
ჰასან ამარი - დამასკო, სირია: შეერთებული შტატების მიერ გაშვებული რაკეტების ტრაექტორია ქალაქის თავზე.
ჯორჯ ურფალიანი - ალეპო, სირია: ახალგაზრდები ომისგან დაზიანებულ ქუჩებში პარკურში ვარჯიშობენ.
ერიკა მარტინესი - ხუარესი, მექსიკა: არალეგალური მიგრანტი აშშ-მექსიკის საზღვრის მეტალის ღობეზე ძვრება.
რონალდო შმიდტი - კარაკასი, ვენესუელა: ქვეყნის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს საწინააღმდეგო აქციის ცეცხლმოკიდებული მონაწილე.
ედ ჯონსი - ფხენიანი, ჩრდილოეთ კორეა: სტუდენტები საცეკვაო აღლუმზე, რომელიც ქვეყნის აბსოლუტურ ლიდერ კიმ ჩენ ინს ეძღვნება.
ლინ ბო ბო - იანგონი, მიანმა: ტინგიანის წყლის ფესტივალზე შეკრებილი პანკები.