weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

Starbucks რასობრივი სკანდალის გამო 8 000 მაღაზიას დაკეტავს

10:28 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

კომპანია Starbucks მაისის ბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით მდებარე 8 000-ზე მეტ მაღაზიას დროებით დაკეტავს და საკუთარ თანამშრომლებს რასიზმის თემაზე გადაამზადებს.

ამის მიზეზი გასულ კვირაში ფილადელფიის ერთ-ერთ ფილიალში მომხდარი შემთხვევა გახდა. ორი შავკანიანი, რომლებიც მეგობრის შეკვეთის მომზადებას ელოდებოდნენ და მაგიდასთან ისე ისხნენ, რომ არაფერი შეუკვეთეს, კომპანიის თანამშრომლებმა პოლიციის ძალით მაღაზიიდან გააძევეს. სამართალდამცველებმა ბორკილდადებული მამაკაცები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მათთვის ბრალი არ წარუდგენიათ.

ამ ინციდენტის შემდეგ მომხმარებლები Starbucks-სთვის ბოიკოტის გამოცხადების მოწოდებით გამოვიდნენ. კომპანიის ხელმძღვანელი კევინ ჯონსონი კი ფილადელფიაში ჩავიდა და დაზარალებულებს შეხვდა.

რასობრივი დისკრიმინაციის დაუშვებლობის თემაზე ინსტრუქტაჟს 175 ათასი თანამშრომელი გაივლის. მსგავსი კურსის გავლა სავალდებულო იქნება ახალი თანამშრომლებისთვისაც. მაღაზიების დაკეტვით კომპანია დაახლოებით 20 მილიონი დოლარით იზარალებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]