weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

მანჩესტერის თავდასხმასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს

12:08 ხუთშაბათი, 25 მაისი 2017

ინგლისის ქალაქ მანჩესტერში კონცერტზე განხორციელებული აფეთქებაში ეჭვმიტანილი სალმან აბედის მამა რამადან აბედი და უმცროსი ძმა ჰაშემ აბედი ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში დააკავეს.

ბრიტანეთის პოლიციის მონაცემებით, თვითმკვლელი ტერორისტი მანჩესტერში დაბადებული, წარმოშობით ლიბიელი, 22 წლის სალმან აბედი იყო. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ამბერ რადის თქმით, ირკვევა, რომ აბედი თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა ინგლისში ლიბიიდან. პოლიცია ასევე იუწყება, რომ 22 მაისის თავდასხმასთან დაკავშირებით ქსელს იძიებს და მანჩესტერის მასშტაბით ჩხრეკის ოპერაციები მიმდინარეობს, რა დროსაც საქმესთან დაკავშირებული 6 პირი დააკავა.

შეგახსენებთ, რომ პოპ-ვარსკვლავ არიანა გრანდეს კონცერტისას „მანჩესტერ არენაზე“ თავდასხმას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა. მომხდარზე პაუსხისმგებლობა „ისლამურმა სახელწმიფომ“ აიღო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]