weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ერაყის ავიაციამ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ დაბომბვა დაიწყო

10:49 პარასკევი, 20 აპრილი 2018

ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების პოზიციების დაბომბვა დაიწყო. ამის შესახებ განცხადება ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰეიდარ ალ-აბადის პრესსამსახურმა გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკვე დაიბომბა ერაყისა და სირიის საზღვართან მდებარე ტერიტორია. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია სირიის მთავრობასთან კოორდინაციით მიმდინარეობს.

„საჰაერო დარტყმები განხორციელდა იმ საფრთხის გამო, რასაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ერაყს უქმნიან“, – აღნიშნა ალ-აბადიმ.

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ჯერ კიდევ აკონტროლებენ სირიის საზღვრისპირა ტერიტორიებს. 2017 წელს ერაყის სამხედრო თვითმფრინავებმა სირიაში მათი პოზიციები აშშ-სთან კოორდინაციით დაბომბეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]