weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ჩრდილო კორეა სარაკეტო ბირთვულ ცდებს აჩერებს

12:01 შაბათი, 21 აპრილი 2018

ჩრდილოეთ კორეის აბსოლუტური ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, 21 აპრილიდან ქვეყანაში ნებისმიერი სახის სარაკეტო და ბირთვულ ცდებს შეაჩერებენ. როგორც „ბი-ბისი“ წერს, ფხენიანი აცხადებს, რომ დაიხურება ბირთვული ცდების ჩატარების ადგილიც, რათა დაამტკიცოს, რომ პირობას ასრულებს და სარაკეტო და ბირთვულ ცდებს აჩერებს.

ხსენებული გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის მმართველი „მუშათა პარტიის“ ყრილობის შემდეგ მიიღეს, რომელსაც ცენტრალური კომიტეტი სრული შემადგენლობით ესწრებოდა. შეგახსენებთ, რომ ჩრდილო კორეას ბირთვული პროგრამის გამო საერთაშორისო სანქციები დაეკისრა.

აღსანიშნავია, რომ ფხენიანის გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, ჩრდილო და სამხრეთ კორეის ლიდერებმა ტელეფონით ისაუბრეს. ისინი ერთმანეთს მომდევნო კვირას სამიტზე შეხვდებიან. 

გარდა ამისა, მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილია შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა, რომლის ადგილი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ვარიანტად შვედეთი განიხილება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]