weather cur horoscope tv
აგვისტო 11, 2020

ანტისემიტური რეპის გამო გერმანიაში პრემია Echo გააუქმეს

12:27 ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018 hits 747

გერმანიაში პრესტიჟული მუსიკალური პრემია Echo გაუქმდა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ 2018 წლის პრემია გადაეცა რეპ-დუეტს (Kollegah და Farid Bang), რომელსაც ანტისემიტური შინაარსის ტექსტებისთვის აკრიტიკებენ. 

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, დუეტმა მუსიკალური პერმია საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ალბომის ნომინაციაში მიიღო. ამ ალბომში შესულ რამდენიმე ტრეკში მითითება გაკეთებულია ჰოლოკოსტზე და საკონცენტრაციო ბანაკებზე. მაგალითად, ერთგან ნათქვამია „მე კიდევ ერთ ჰოლოკოსტს მოვაწყობ“, ან „ჩემი სხეული უფრო რელიეფურია ვიდრე ოსვენციმის ტყვეებისა“.

ალბომ JBG3-სთვის პრემიის მინიჭების შემდეგ მუსიკოსებმა ერთმანეთის მიყოლებით, პროტესტის ნიშნად პრემიაზე უარი თქვეს და მიღებული ჯილდობი უკან დააბრუნეს. ხმისჩამწერმა კომპანია BMG-მ კი, რომელმაც ამ ალბომის 200 000 ეგზემპლიარი გაყიდა, განაცხადა, რომ ანტისემიტიზმის წინააღმდეგია და მიღებულ მოგებას ამ მოვლენასთან ბრძოლას მოახმარს.

გერმანიაში, რომელიც მუსიკალური ბაზრის სიდიდით მსოფლიოში მესამე ქვეყანაა, პრემია Echo 1992 წლიდან გაიცემოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]