weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

კალიფორნიელი სერიული მკვლელი ყოფილი პოლიციელი აღმოჩნდა

14:46 ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018

კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოს პოლიციამ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული სპეცოპერაციისას სერიული მკვლელი და მოძალადე დააკავა. 72 წლის ჯოზეფ ჯეიმს დეანჯელო, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში მთელ შტატს ატერორებდა, საკრამენტოს პოლიციის ყოფილი თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელიც წლების განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებში იყო დასაქმებული.

ჯეიმს დეანჯელო ათეული წლების განმავლობაში მარტოხელა ქალების კუთვნილ ბინებში იჭრებოდა, მათზე ძალადობდა, შემდეგ კი მხეცურად კლავდა. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ მანიაკი მსხვერპლთან მყოფ სტუმრებს თოკით აბამდა და ძალადობის ყურებას აიძულებდა.

საკრამენტოს პოლიციამ ჯეიმს დეანჯელოს ბრალეულობის დადგენა დნმ-ის ნიმუშების მეშვეობით შეძლო. სამართალდამცველებმა მანიაკს 8 მკვლელობისა და არაერთი გაუპატიურებისთვის ბრალი უკვე წაუყენეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]