weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ისრაელში წყალდიდობას 10 სტუდენტი ემსხვერპლა

11:03 პარასკევი, 27 აპრილი 2018

ისრაელში, მკვდარი ზღვის რეგიონში წყალდიდობის შედეგად ცხრა არასრულწლოვანი გოგო და ერთი ბიჭი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 25 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფი დამშრალი მდინარის კალაპოტში გადაადგილდებოდა, როდესაც წყალი მოვარდა. ექსკურსია ერთ-ერთი სამხედრო აკადემიის მიერ იყო ორგანიზებული.

ცხრა ადამიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ხუთშაბათს საღამოს გავრცელდა. სამაშველო ჯგუფებმა მეათე მოზარდის ცხედარი დღეს დილით იპოვეს.

მკვდარი ზღვის რეგიონში არასეზონური წვიმები და წყალდიდობა ორი დღის წინ დაიწყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტურისტების ჯგუფი ამინდის გაუარესებისა და საფრთხის შესახებ ინფორმირებული იყო.

დღეს ისრაელის მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი აარიდონ არავას უდაბნოსა და შავი ზღვის რეგიონებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]