weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თურქეთში ქართველი მკითხავები დააკავეს

22:15 პარასკევი, 26 მაისი 2017

თურქეთის ქალაქ ადანაში 12 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტაროს კარტითა და ყავით მკითხაობდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის ხუთი ეროვნებით ქართველი ქალია.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ საჩივრის საფუძველზე სპეცოპერაცია ერთდროულად 6 კაფეში ჩაატარა. დაკავებულების სამუშაო ადგილიდან სამართალდამცავებმა ტაროს კარტი ამოიღეს.

თურქული მედიის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ბიზნესის მფლობელებიც. თუმცა მოგვიანებით, ისინი ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რაც შეეხება ექვს ეჭვმიტანილს, რომელთა შორის ხუთი ქართველი იყო, სასამართლოს დარბაზიდან პროკურორის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]