weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

რუსეთმა ატომური ელექტროსადგურიანი ხომალდი ზღვაში გაუშვა

13:46 ოთხშაბათი, 02 მაისი 2018

28 აპრილს სანკტ-პეტერბურგის გემთსაშენიდან მსოფლიოში პირველი მოცურავე ატომური ელექტროსადგური, რუსული ხომალდი „აკადემიკ ლომონოსოვი“ გაუშვეს. სარისკო და სახიფათო გემისთვის დანიშნულების საბოლოო ადგილი ქალაქი პევეკია, რომელიც არქტიკულ წრეში, ჩუკოტკის ავტონომიურ ოლქში მდებარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგური პევეკში ენერგიის გამომუშავებას 2019 წლის ზაფხულიდან დაიწყებს.

„აკადემიკ ლომონოსოვი“ ენერგიით ასევე უზრუნველყოფს ნავთობისა და გაზის მომპოვებელ აღჭურვილობას. გამომდინარე იქიდან, რომ გლობალურმა დათბობამ ახალი სანაოსნო გზები გახსნა, რუსეთს ახლა უკვე შეუძლია ნავთობის მოპოვების დაწყება არქტიკის მანამდე მიუდგომელ ადგილებში. ადგილზე მისვლის შემდეგ, რეაქტორი 1974 წელს აშენებულ ბილიბინოს ატომურ ელექტროსადგურსა და 1961 წელს აშენებულ ჩაუნსკაიას ქვანახშირის თბოელექტროსადგურს ჩაანაცვლებს.

კრიტიკოსებმა აღნიშნულ პროექტს უკვე უწოდეს „მცურავი ჩერნობილი“ ან „ბირთვული ტიტანიკი“, რადგან ბირთვული წყალქვეშა ნავებისგან განსხვავებით, გემზე მოთავსებული სადგური შესაძლოა,სრულიად დაუცველი აღმოჩნდეს არქტიკის მძვინვარე ამინდის წინაშე, რაც სახიფათო რისკებს კიდევ უფრო ზრდის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]