weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სირიაში რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა

14:24 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018

სირიაში, ჰმეიმიმის ავიაბაზიდან აფრენის შემდეგ, რუსული „სუ-30“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორივე მფრინავი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავი არ ჩამოუგდიათ. ავიაკატასტროფა, სავარაუდოდ, ძრავში ჩიტის შეფრენამ გამოიწვია.

„ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, სირიის ტერიტორიაზე ავიაკატასტროფა სულ შვიდმა რუსულმა თვითმფრინავმა განიცადა. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპერაციაში ჩართვის შემდეგ, სირიაში მათი 85 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. რუსულმა არმიამ ყველაზე დიდი დანაკარგი 2018 წლის 6 მარტს განიცადა, როდესაც ავიაბაზა ჰმეიმიმთან, დაშვების დროს, თვითმფრინავი „ან 26“ ჩამოვარდა. ამ შემთხვევას 39 ადამიანი ემსხვერპლა.

რუსეთი, რომელიც ბაშარ ალ-ასადის მოკავშირეა, სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციაში 2015 წლის სექტემბერში ჩაერთო. გასული წლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიიდან შეიარაღებული ძალების ძირითადი ნაწილის გაყვანის შესახებ განაცხადა. რუსი სამხედროები ამ დრომდე რჩებიან ჰმეიმიმის საავიაცო ბაზაზე და ქალაქ ტარტუსის პორტში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]