weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ირანის პარლამენტში ამერიკის დროშა დაწვეს

15:29 ოთხშაბათი, 09 მაისი 2018

ირანის პარლამენტში ამერიკის შეერთებული შტატების დროშა და ბირთვული შეთანხმების ასლი დაწვეს. ამით კანონმდებლებმა შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. პარლამენტარებმა აშშ-ის ქმედებაზე პროპორციული პასუხის გაცემა მოითხოვეს.

8 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გავა და ირანის წინააღმდეგ კვლავ დააწესებს სანქციებს.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ისტორიული შეცდომა უწოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ირანი გააგრძელებს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და აღნიშნა, რომ აშშ შეთანხმების ერთადერთი მონაწილე არ არის.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი სინანულს გამოთქვამენ ვაშინგტონის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი ტრამპის გადაწყვეტილება ისტორიულ ნაბიჯად შეაფასა და ამისთვის მას მადლობა გადაუხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის გნცხადებით, რუსეთი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან არ გავა. რუსეთმა ამერიკის შეერთებულიშტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმო და განაცხადა, რომ ვერ ხედავს შეთანხმებიდან გასვლის საფუძველს, რადგან ირანი ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს.

ბირთვული შეთანხმება 2015 წელს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პირობებში დაიდო. ირანისა და აშშ-ის გარდა, მას ხელი მოაწერეს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და ჩინეთმა. შეთანხმება თეირანს ბირთვულ სფეროში შეზღუდვებს უწესებს, რის სანაცვლოდაც უქმდება ირანის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს, ამერიკისა და ევროკავშირის სანქციები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]