weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

ერაყში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხუთი ლიდერი დააკავეს

15:25 პარასკევი, 11 მაისი 2018 hits 1050
ფოტო არქივიდან - ერაყელი ჯარისკაცი ქალაქ მოსულში ფოტო არქივიდან - ერაყელი ჯარისკაცი ქალაქ მოსულში ფოტო © Reuters

ერაყში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი ხელმძღვანელი პირი დააკავეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუბარია 5 ყველაზე მეტად ძებნილ მეთაურზე.

ოპერაციაში საერთაშორისო კოალიციის ძალები მონაწილეობდნენ, რომლებიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღდეგ სირიის ტერიტორიაზე იბრძვიან.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არ არის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, რომელმაც 2014 წელს, ქალაქ მოსულის აღების შემდეგ, ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე „ისლამური ხალიფატი“ გამოაცხადა. სავარაუდოდ, ის ერაყი-სირიის საზღვართან აფარებს თავს.

გასულ წელს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან თითქმის მთელი ერაყის ტერიტორია გაათავისუფლეს. ბოლო წლებში „ხალიფატმა“ ერაყსა და სირიაში მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა: 2015 წლის მარტში ერაყის სამთავრობო ძალებმა და შიიტურმა შენაერთებმა ქალაქი ტიკრიტი აიღეს, 2015 წლის დეკემბერში - რამადი, 2016 წლის ივნისში - ფალუჯი. 2016 წლის ოქტომბერში ერაყის სამთავრობო ძალებმა, შიიტურმა შენაერთებმა, ქურთებმა და საერთაშორისო ძალებმა ქალაქი მოსული ალყაში მოაქციეს და 9 თვიანი ბრძოლის შედეგად გაათავისუფლეს. ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ასევე დაკარგა კონტროლი „ხალიფატის“ დედაქალაქად გამოცხადებულ სირიის ქალაქ რაქაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]