weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

რომის პაპის Lamborghini Huracan აუქციონზე გაიყიდა, თანხა ქველმოქმედებაში დაიხარჯება

18:02 კვირა, 13 მაისი 2018

რომის პაპის კუთვნილი ავტომობილი Lamborghini Huracan სოთბის აუქციონზე 715 000 ევროდ გაიყიდა. თანხა პაპს გადაეცემა, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ მას სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდს გაუნაწილებს.

კომპანია Lamborghini-მ რომის პაპ ფრანცისკეს ავტომობილი 2017 წლის ნოემბერში აჩუქა. ვატიკანში მიყვანილ თეთრი ფერის ავტომობილზე რომის პაპმა საკუთარი ავტოგრაფი დატოვა, რამაც მისი ფასი კიდევ უფრო გაზარდა. რომის პაპმა მაშინვე განაცხადა, რომ მას აუქციონზე გაყიდდა.

შემოსული თანხის ნაწილი გათვალისწინებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების მიერ დევნილი ქრისტიანებისთვის სახლებისა და ეკლესიების მშენებლობისთვის.

Lamborghini Huracan-ის ტიპის ავტომობილის ფასი 170 000 ევროდან იწყება.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს რომის პაპს Harley-Davidson-ის მოტოციკლი აჩუქეს, რომელიც მოგვიანებით აუქციონზე 327 000 დოლარად გაიყიდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]