weather cur horoscope tv
ივლისი 08, 2020

მოსკოვში ქარიშხალს 11 ადამიანი ემსხვერპლა

23:32 ორშაბათი, 29 მაისი 2017 hits 1133
მოსკოვში ქარიშხალს 11 ადამიანი ემსხვერპლა ფოტო © ТАСС

რუსეთის დედაქალაქში ქარიშხლის დროს 11 ადამიანი დაიღუპა, 70 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, ქარიშხლის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდიან, რომლის მოცულობა 1 მილიონი რუბლია.

"მოსკოვში უპრეცედენტო ტრაგედია მოხდა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ქარიშხალი დღისით დაგვატყდა თავს. ამიტომაც არის ამდენი დაშავებული. ხვალ მოსკოვის მთავრობის სხდომაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას ფინანსური კომპენსაციის თაობაზე. რა თქმა უნდა, ვერანაირი ფულადი კომპენსაცია ვერ აანაზღაურებს დანაკარგს და ადამიანთა ტრაგედიას", - უთხრა მოსკოვის მერმა სააგენტო "ტასს".

წვიმა და ქარიშხალი, რომლის სიჩქარე 28 მ/წ იყო, მოსკოვში 29 მაისს, საღამოს დაიწყო. რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, 20 დასახლებულ პუნქტში 30-ზე მეტ მრავალსართულიან ბინასა და კერძო სახლს სახურავები აქვთ გადახდილი, წაქცეულია ათასზე მეტი ხე და დაზიანებულია 10-ზე მეტი ავტომანქანა. მოსკოვში დღის ბოლომდე ქარიშხლის შესახებ გაფრთხილება მოქმედებდა.

"ბი-ბი-სის" რუსული სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვის მცხოვრებთა უმრავლესობა ირწმუნება, რომ მათ არ მიუღიათ შეტყობინება, რომლითაც მოახლოებული ქარიშხლის შესახებ ატყობინებდნენ. მობილური ოპერატორები კი აცხადებენ, რომ ასეთი შეტყობინენები აბონენტებს გაუგზავნეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]