weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს

14:00 პარასკევი, 18 მაისი 2018

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს. იულია სკრიპალმა საავადმყოფო 9 აპრილს დატოვა.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მამა-შვილის წინააღმდეგ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს და თავდასხმის უკან დიდი ალბათობით რუსეთის ფედერაცია დგას. ამის გამო, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.

რუსეთი დიდი ბრიტანეთის ბრალდებას უარყოფს.

რუსეთის უშიშროების სამსახურმა სერგეი სკრიპალი დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით 2004 წელს დააკავა. მას მოსკოვის სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2010 წელს სკრიპალი ვლადიმერ პუტინმა შეიწყალა და სხვა სამ პირთან ერთად აშშ-ში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებში გაცვალეს.

2010 წლიდან სკრიპალს დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი ჰქონდა მიღებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]