weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2020

ტეხასში, სანტა-ფეს სკოლაში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

10:29 შაბათი, 19 მაისი 2018 hits 736

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ სანტა-ფეს სკოლაში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 მოსწავლე და ერთი მასწავლებელია. მკვლელობის ბრალდებით 17 წლის მოზარდი დააკავეს.

თავდასხმის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მოზარდმა ის იარაღი გამოიყენა, რომელსაც მამამისი კანონიერად ფლობდა. ტეხასის გუბერნატორის განცხადებით, სკოლაში და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს, მათ შორის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

აშშ-ში სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. 2018 წელს მსგავსი ინციდენტი 22 სკოლაში მოხდა. ყველაზე დიდი მსხვერპლით 14 თებერვალს, ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდის სკოლაში მომხდარი სროლა დასრულდა -19 წლის ახალგაზრდამ 17 ადამიანი მოკლა, აქედან 14 მოსწავლე იყო. მოსწავლეებმა, რომლებიც ამ მასობივი მკვლელობის მომსწრეები გახდნენ, კანონმდებლებს ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვაზე კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდეს. ამ მოთხოვნით აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]