weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ევროკავშირში შესაძლოა პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭელი აიკრძალოს

13:25 ორშაბათი, 28 მაისი 2018

ევროკომისიამ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი პროდუქცია შესაძლოა აკრძალოს, ქვეყნები კი მეორადი გადამუშავებისთვის გამოუსადეგარი პლასტმასის ნარჩენებისთვის გადასახადს გადაიხდიან.

გერმანული მედიის ინფორმაციით, დირექტივის პროექტის მიხედვით, აკრძალვა შეეხება ერთჯერად ჭურჭელს, სითხის დასალევ ჩხირებს, ყურის საწმედ ჩხირებს და გასაბერი ბურთების დასაჭერ ჯოხებს. იგეგმება საკვების შესანახი პლასტიკური ჭურჭლის შეზღუდვაც.

ევროკომისარი გიუნტერ ეტინგერი გამოვიდა ინიციატივით, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაუწესდეთ გადასახადი მეორადი გადამუშავებისთვის უვარგისი ყოველი კილოგრამი პლასტიკური ნაგვისთვის. ეტინგერის განმარტებით, ერთ კილოგრამზე გადასახდელი თანხა შესაძლოა 80 ცენტი იყოს, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტში შევა. ევროკომისარი მიიჩნევს, რომ ეს ზომები ხელს შეუწყობს პლასტმასის ნარჩენების შემცირებას.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ თუ ამ სახის ნარჩენებს რამეს არ მოუხერხებენ, 2050 წლისთვის ოკეანეებში უფრო მეტი პლასტმასი იქნება, ვიდრე თევზი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]