weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რომან აბრამოვიჩი ისრაელის მოქალაქე გახდა

22:24 ორშაბათი, 28 მაისი 2018

რუსი მილიარდერი, ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „ჩელსის“ მფლობელი, რომან აბრამოვიჩი, რომელსაც დიდ ბრიტანეთში ვიზის გახანგრძლივება გაუჭიანურეს, ისრაელის მოქალაქე გახდა.

The Time of Israel წერს, რომ აბრამოვიჩი ისრაელის ყველაზე მდიდარი მოქალაქე იქნება და თელ-ავივში იცხოვრებს. როგორც ახალი მოქალაქე, ის 10 წელი გადასახადებისგან თავისუფალი იქნება და ამავე პერიოდში არც შემოსავლების დეკლარირება მოუწევს. 

რუს ოლიგარქს ბრიტანული ვიზის მოქმედების ვადა აპრილში ამოიწურა, რის შემდეგაც მისი გაგრძელება ითხოვა, თუმცა, დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. უცხოური მედიის ინფორმაციით, ვიზის მისაღებად დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მას ქონების წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]