weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სასამართლომ ცნობილ დიზაინერს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა

13:56 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018

ინდონეზიელი დიზაინერი ანიეზა ჰასიბუანი, რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ ნიუ იორკის მოდის კვირეულზე მოდელებს ჰიჯაბი დააფარა, სასამართლომ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, ჰასიბუანი და მისი ქმარი, საკუთარი ტურისტული ფირმის საშუალებით თაღლითურ ქსემაში მონაწილეობდენ და ამ გზით 60 მილიონი დოლარი მოაგროვეს. როგორც ირკვევა, ისინი მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქში - მექაში მომლოცველთა ტურებს უკეთებდნენ ორგანიზებას, რომლებიც საბოლოოდ არ იმართებოდა, ფულს კი ითვისებდნენ.

სასამართლოს ინფორმაციით, ცოლ-ქმარმა 100 000-ზე მეტი კლიენტი მოატყუა. დიზაინერის ქმარს 20 წლიანი პატიმრობაა აქვს მისჯილი.

31 წლის ანიეზა ჰასიბუანი, რომლის დებიუტიც 2015 წელს შედგა, მაღალი მოდის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსლიმი დიზაინერია. მის მოდელებს ლონდონში, სტამბოლსა და კანში აჩვენებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]