weather cur horoscope tv
ივლისი 08, 2020

რუსეთმა მოლდოველ და ესტონელ დიპლომატებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

20:09 ოთხშაბათი, 31 მაისი 2017 hits 1264

მოლდოვისა და ესტონეთის საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან მოლდოველი და ესტონელი დიპლომატები გააძევა. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, უახლოეს დღეებში რუსეთი ხუთმა მოლდოველმა და ორმა ესტონელმა დიპლომატმა უნდა დატოვოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმედს გამოთქვამენ, რომ ოფიციალური კიშინოვი გააცნობიერებს რუსეთის მიმართ თავისი არამეგობრული გადაწყვეტილების შედეგს.

რუსეთიდან მოლდოველი დიპლომატების გამოძევებასთან დაკავშირებით მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა 25 წლის მანძილზე არასოდეს ყოფილა ისე ახლოს უფსკრულთან, როგორც ახლაა. მისივე თქმით, ამ სიტუაციამდე მოლდოვის მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის უპასუხისმგებლობით მივიდნენ.

"ისინი გადაწყვეტილებებს თავისი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ იღებენ და გამოდიან დასავლელი კურატორების გეოპოლიტიკური ინტერესებიდან. იმედი მაქვს, რუსეთი ეკონომიკური და სოციალური ხასიათის საპასუხო ზომებს არ მიიღებს", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს მოლდოვამ რუსეთის საელჩოს ხუთი თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ამ გადაწყვეტილებას, რომელიც პროევროპულმა მთავრობამ მიიღო, პრეზიდენტი ეწინააღმდეგებოდა.

რაც შეეხება ესტონეთს, ხელისუფლებამ ორ რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება 26 მაისს მოსთხოვა, რასაც რუსეთმა მორიგი არამეგობრული გადაწყვეტილება უწოდა.

ესტონეთიდან და მოლდოვიდან რუსი დიპლომატების გაძევების მიზეზი უცნობია. ყველაზე ხშირად ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან დიპლომატის გაძევების მიზეზი შპიონაჟი ან პასუხია სხვა სახელმწიფოს ანალოგიურ ქმედებაზე. 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]