weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ტრამპი მუჰამედ ალის შეწყალებას აპირებს, თუმცა ამის საჭიროება არ არსებობს

11:05 შაბათი, 09 ივნისი 2018

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამი ათასი ადამიანის შეწყალებას გეგმავს, მათ შორისაა ცნობილი მოკრივე, 2016 წელს გარდაცვლილი მუჰამედ ალი. სინამდვილეში, მუჰამედ ალის პრეზიდენტის შეწყალება არ სჭირდება, რადგან ვიეტნამში ბრძოლაზე უარის თქმის გამო, მოკრივისთვის მისჯილი 5-წლიანი პატიმრობა, 1971 წელს სასამართლომ უკანონოდ ცნო.

„მუჰამედ ალის შეწყალებაზე ძალიან სერიოზულად ვფიქრობ“, - განაცხადა ტრამპმა.

მუჰამედ ალიმ, რომელიც მუსლიმი იყო, ვიეტნამში, აშშ-ის არმიაში სამსახურზე უარი თქვა, რის გამოც, 1967 წელს, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან გაასაჩივრა სასამართლოს განაჩენი, რომელიც 1971 წელს უზენაემა სასამართლომ გააუქმა. მუჰამედ ალის ადვოკატმა რონ ტვილმა განაცხადა, რომ გარდაცვლილ ბოქსიორს არაფერი აქვს შესაწყალებელი, რადგან მას ბრალი არ დაუდასტურდა.

მუჰამედ ალი 2016 წელს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

მსგავს თემაზე:

დონალდ ტრამპმა 100 წლის წინ გასამართლებული აფრო-ამერიკელი მოკრივე შეიწყალა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]