weather cur horoscope tv
სექტემბერი 29, 2020

კლუნებმა მიგრანტი ბავშვების დასახმარებლად 100 ათასი დოლარი გაიღეს

15:01 ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018 hits 836

შეერთებულ შტატებში სულ უფრო მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც პრეზიდენტ ტრამპის ახალი პოლიტიკით უკმაყოფილოა. კერძოდ, საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც არალეგალ მიგრანტებს შვილები ჩამოერთმევათ და ისინი სახელმწიფოს მეურვეობაში გადავლენ.

უკმაყოფილო ადამიანთა რიცხვში ჯორჯ და ამალ კლუნებიც აღმოჩნდნენ, რომლების ამ დღეებში მიგრანტი ბავშვების დახმარების ფონდში 100 ათასი დოლარი გადარიცხეს.

„თუკი მომავალში ჩვენი შვილები გვკითხავენ, მართლა ართმევდა თუ არა მათი ქვეყანა დედებს შვილებს, ჩვენ ვუპასუხებთ - კი, ამის შემდეგ ისინი გვკითხავენ, თუ რა გავაკეთეთ ჩვენ ამის თავიდან ასარიდებლად“, – განუცხადა ორი ოსკარის მფლობელმა მსახიობმა, რეჟისორმა და პროდიუსერმა გამოცემას People.

შეგახსენებთ, რომ მიგრაციის პოლიტიკის თანახმად, 19 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, დაახლოებით 2000 დედა-შვილი ერთმანეთს დააშორეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]