weather cur horoscope tv
მარტი 02, 2021

საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილის მართვის უფლება მიენიჭათ

17:27 კვირა, 24 ივნისი 2018 hits 3170

საუდის არაბეთში 24 ივნისს ძალაში შევიდა სამეფო ბრძანებულება, რომელიც ქალებისთვის ავტომობილის მართვის უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. აღნიშნულ დოკუმენტს 2017 წლის სექტემბერში ხელი მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზმა მოაწერა.

ტელეარხ Al-Arabiya-ის ინფორმაციით, ბევრი ქალი გათენებას არ დაელოდა და საჭესთან შუაღამის შემდეგვე დაჯდა. ისტორიულ მოვლენას პოლიცია მომზადებული შეხვდა. სამართალდამცავები ქალ მძღოლებს ვარდებს ურიგებდნენ და სამეფო ხელისუფლების სახელით მართვის უფლების მოპოვებას ულოცავდენენ.

აქამდე საუდის არაბეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც ქალებს ავტომობილის მართვა ეკრძალებოდათ. მართვის მოწმობას მხოლოდ მამაკაცები იღებდნენ, ხოლო ის ქალები, ვინც საჯაროდ ავტომობილის ტარებას რისკავენ, ჯარიმდებოდნენ. ქალზე პირველი მართვის მოწმობა მიმდინარე თვის დასაწყისში გაიცა. როგორც მაშინ ხელისუფლებამ განაცხადა, კანონის ძალაში შესვლის მომენტისთვის, ეს დოკუმენტი დაახლოებით 2 000 ქალ მძღოლს ექნებოდა.

მრავალწლიანი აკრძალვის გაუქმება ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის სახელს უკავშირდება, რომლის პროგრამაც საუდის არაბეთში საზოგადოების ცხოვრების გარკველი ასპექტების მოდერნიზებას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]