weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2020

შტატ მერილენდში გაზეთის რედაქციაზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

11:00 პარასკევი, 29 ივნისი 2018 hits 774

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში გაზეთის The Capital რედაქციაზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაიჭრა. მამაკაცი, რომელმაც რედაქციაში ცეცხლი გახსნა, დაკავებულია.

თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. „ბი ბი სის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, თავდამსხმელი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც საკუთარ სახელსა და გვარს არ ამბობს. იმისთვის, რომ იდენტიფიცირებისთვის ანაბეჭდების აღების პროცესი გართულებულიყო, მან თითებიც დაიზიანა.

მომხდარს „ტვიტერში“ გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. „ვლოცულობ დაღუპულებისა და მათი ოჯახებისთვის“, - დაწერა ტრამპმა და მადლობა გადაუხადა საგანგებო სამსახურების თანამშრომლებს.

Capital Gazette-ს მფლობელი აშშ-ში ყველაზე დიდი ყოველდღიური გამოცემა Baltimore Sun-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]