weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ლონდონში თავდასხმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

10:32 კვირა, 04 ივნისი 2017
ლონდონში თავდასხმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა ფოტო © Reuters

ლონდონში, 3 ივნისს, გვიან ღამით მომხდარი თავდასხმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. მიკროავტობუსი, რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ, ლონდონის ხიდზე შეიჭრა და ფეხით მოსიარულეები გაიტანა. ამის შემდეგ დანებით შეიარაღებული თავდამსხმელები სავაჭრო ცენტრში მყოფ ადამიანებს დაესხნენ თავს.

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი 3 ადამიანი მოკლეს. პოლიცია მომხდარს ტერაქტად აფასებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დაღუპულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთს დახმარება შესთავაზა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არასოდეს მდგარა დიდი ბრიტანეთის გვერდით ისე, როგორც ახლა. ტერორისტული თავდასხმების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი თვეში დიდი ბრიტანეთში სამი ტერაქტი მოხდა. ბოლოს, 22 მაისს მანჩესტერში მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]