weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

პირველად ისტორიაში ქალაქ ტუნისის მერი ქალი გახდა

09:59 ხუთშაბათი, 05 ივლისი 2018

ისტორიაში პირველად ტუნისის დედაქალაქის მერად ქალი აირჩიეს. France24-ის ინფორმაციით, ისლამისტური პარტია „ან ნახდას“ წარმომადგენელმა, 53 წლის სუად აბდერაჰიმმა პრეზიდენტის პარტიის კანდიდატი დაამარცხა.

„ამ გამარჯვებას ტუნისელ ქალებს ვუძღვნი. ჩემი პირველი ამოცანა ქალაქის იერსახის გაუმჯობესება იქნება“, – განაცხადა სუად აბდერაჰიმმა.

ტუნისი ერთ-ერთი პირველი არაბული ქვეყანა იყო, სადაც 2010 წლიდან მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც შედეგად მოჰყვა 23 წლიანი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტ ზინ ელ-აბიდინ ბენ ალის გადადგომა. ამის შემდეგ, 2014 წელს ტუნისში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]