weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა

10:06 ორშაბათი, 09 ივლისი 2018

იაპონიის დასავლეთ ნაწილში, ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

BBC-ის ინფორმაციით, დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი მიეტოვებინა. სტიქიას ყველაზე დიდი მსხვერპლი ჰიროსიმას და ეჰიმეს პრეფექტურებში მოჰყვა. წყალდიდობის შედეგად დატბორილია ასობით სახლი.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, შინძო აბეს განცხადებით, სამძებრო და სამაშველო სამუშაოებისთვის 54 000 ადამიანია მობილიზებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]