weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რამადანის ღონისძიების მასპინძლობაზე უარის გამო ერდოღანი აშშ-ს აკრიტიკებს

16:53 ორშაბათი, 05 ივნისი 2017

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის შემდეგ ტრადიციულ ღონისძიებას წელს არ უმასპინძლებს.

Associated Press-ის ინფორმაციით, ანკარაში იფტარის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ტოლფასია. „თქვენ არ ამბობდით, რომ რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგი არ ხართ? რა არის ეს, რასაც აკეთებთ?“, - განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, მაისის ბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა უარი თქვა რამადანის დასრულებასთან დაკავშირებული დღესასწაულის იდ ალ-ფიტრის მასპინძლობაზე. ეს ღონისძიება სახელმწიფო დეპარტამენტში პირველად 1999 წელს გაიმართა და მხოლოდ 2006, 2014 და 2015 წლებში არ ჩატარებულა. ამ დროს სახელმწიფო მდივნებმა სხვა მნიშვნელოვან მუსლიმურ დღესასწაულებს უმასპინძლეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]