weather cur horoscope tv
იანვარი 15, 2021

არნოლდ შვარცენეგერმა ტრამპი პუტინის პატარა თაყვანისმცემელ ბიჭს შეადარა

15:31 სამშაბათი, 17 ივლისი 2018 hits 928

კალიფორნიის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა და მსახიობმა არნოლდ შვარცენეგერმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰელსინკიში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. შვარცენეგერის შეფასებით, პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპი სამარცხვინოდ იქცეოდა.

„პრეზიდენტო, ახლახანს ვუყურე თქვენს პრესკონფერენციას პრეზიდენტ პუტინთან ერთად და ის სამარცხვინო იყო. თქვენ იქ იდექით როგორ პატარა სველი სულელი, როგორც პატარა თაყვანისმცემელი ბიჭი. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, როდის სთხოვდით მას ავტოგრაფს ან „სელფის“ გადაღებას, ან რაღაც ამგვარს. ამ პრესკონფერენციაზე თქვენ ფაქტობრივად უღალატეთ ჩვენს დაზვერვას, მართლმსაჯულების სისტემას და პირველ რიგში, ქვეყანას. თქვენ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხართ და ასე მოქცევის უფლება არ გაქვთ. რა მოგივიდათ? სად წავიდა ძლიერი სიტყვები, რონალდ რეიგანის ძალა? ოდესღაც ბერლინის კედელათან მან თქვა: „ბატონო გორბაჩოვო, დაანგრიეთ ეს კედელი?“ რა მოუვიდა ამ ყველაფერს?“, - ამბობს შვარცენეგერი ვიდეომიმართვაში.

16 ივლისს, ჰელსინკიში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს საფუძველს იფიქროს, რომ რუსეთი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. ამ განცხადების გამო ტრამპი ამერიკელმა კონგრესმენებმა გააკრიტიკეს. რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა დონალდ ტრამპის განცხადებას აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტის ერთი-ერთი ყველაზე სამარცხვინო გამოსვლა უწოდა. ერთ-ერთმა სენატორმა კი თქვა, რომ ტრამპმა პუტინის მხარე დაიჭირა და არა საკუთარი ქვეყნის დაზვერვისა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]