weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ცნობილი მოდელი რიკ ჯენესტი გარდაცვლილი იპოვეს

12:26 შაბათი, 04 აგვისტო 2018

პოპულარული კანადელი მოდელი რიკ ჯენესტი, ცნობილი მეტსახელით Zombie Boy, მონრეალში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, 32 წლის მოდელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პოლიციიის განცხადებით, ბოლო პერიოდში რიკ ჯენესტს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ამაზე მიუთითებს მოდელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მომღერალ ლედი გაგას მიერ გამოქვეყნებული განცხადებაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ადამიანებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ რათა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულება შეიცვალოს.

„ჩვენ უნდა ვებრძოლოთ იმ მოსაზრებას, რომ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესახებ სხვასთან ლაპარაკი არ შეიძლება. თუ იტანჯები, დაურეკე მეგობარს ან ოჯახს ახლავე. ჩვენ ერთმანეთი უნდა გადავარჩინოთ“, - წერს პოპ-ვარსკვლავი.

რიკი ჯენესტმა, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი თავისი ტატუებით გახდა, 2011 წელს მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ვიდეოკლიპში ლედი გაგას სიმღერაზე “Born This Way” და ეპიზოდური როლი შეასრულა 2013 წლის ჰოლივუდურ ისტორიულ ფენტეზი ფილმში „47 რონინი“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]