weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ინდონეზიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 90-ს ასცდა

11:56 ორშაბათი, 06 აგვისტო 2018

ინდონეზიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 91-ს მიაღწია. დაშავებულია 209 ადამიანი. გარდაცვლილთა უმეტესობა კუნძულ ლომბოკზე იმყოფებოდა, რომელიც სტიქიის ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობს. ორი ადამიანი გარდაიცვალა კუნძულ ბალიზეც.

ინდონეზიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება. საგანგებო სამსახურების წარმომადგენელთა თქმით, დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. ქალაქში გათიშულია ელექტროენერგია. ლომბოკზე ყველაზე მეტად ქალაქი მატარამი დაზარალდა, სადაც უამრავი შენობა დაინგრა.

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა 5 აგვისტოს, საღამოს მოხდა. გეოლოგების შეფასებით, სტიქიის სიმძლავრე 7 ბალს აღწევდა. გამოცხადდა ცუნამის საფრთხეც, თუმცა რამდენიმე საათში გაფრთხილება გააუქმეს. ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში 130 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]