weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ერდოღანმა ნიდერლანდების მთავრობას „ნაცისტების გადმონაშთი“ უწოდა

09:55 კვირა, 12 მარტი 2017

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიდერლანდების მთავრობას, რომელმაც ქალაქ როტერდამში ჩასვლისა და თურქეთის ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის უფლება არ მისცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს, „ნაცისტების გადმონაშთი“ და „ფაშისტები“ უწოდა.

საპასუხოდ, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ ერდოღანის მწვავე კრიტიკას „უგუნური შენიშვნა“ უწოდა, რომელიც ყველანაირ საზღვარს სცდება.

ბოლო კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც თურქეთის ხელისუფლებამ სიტყვა „ფაშისტი“ იხმარა მისი NATO-ელი პარტნიორი ქვეყნის მთავრობის კრიტიკისას - ერდოღანმა ნიდერლანდებამდე „ნაცისტურ პრაქტიკად“ დაახასიათა გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლითაც გერმანიის ქალაქებში ერდოღანის მხარდამჭერი აქციების ჩატარება აიკრძალა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]