weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სირიის ქალაქ ალ-ბაბთან ტერორისტულ თავდასხმას 60 ადამიანი ემსხვერპლა

09:57 შაბათი, 25 თებერვალი 2017

სირიის ქალაქ ალ-ბაბთან არსებულ გამშვებ პუნქტ სუსიანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ავტომობილში აფეთქებულ ბომბს 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

თავდასხმა რამდენიმე საათში მოხდა მას შემდეგ, რაც თურქეთის მხარდაჭერით მოქმედმა სირიელმა მეამბოხეებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქალაქი წაართვეს.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ინტერნეტით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვითმკვლელმა თავისი მანქანა შეაჯახა და ბომბი ააფეთქა თურქი ჯარისკაცებისა და განდგომილთა ჯგუფში.

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ალ-ბაბი, რომელიც თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრშია, მეამბოხეთა თქმით, მათ 23 თებერვალს დაიკავეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]