weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჰოლანდიის პოლიციამ ერდოღანის მხარდამჭერი მიტინგი როტერდამში ძალის გამოყენებით დაშალა

09:59 ორშაბათი, 13 მარტი 2017

ნიდერლანდების პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა, ქალაქ როტერდამში თურქეთის საკონსულოს მახლობლად გამართული თურქეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია, რომელშიც რამდენიმე ასეული პირი მონაწილეობდა, ძალის გამოყენებით დაშალა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ, რომლის ნაწილი ცხენებზე იყო ამხედრებული, წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტები მას შემდეგ გამიყენა, რაც სამშვიდობო აქციის მონაწილეებში რამდენიმე საათის შემდეგ დაძაბულობამ იმატა.

თურქეთსა და მის NATO-ელ პარტნიორ ნიდერლანდებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიდერლანდების მთავრობამ ქალაქ როტერდამში ჩასვლისა და თურქეთის ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის უფლება არ მისცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს. ასეთი საქციელის გამო, თურქეთის პრეზიდენტმა ჰოლანდიის მთავრობას „ნაცისტების გადმონაშთი“ და „ფაშისტები“ უწოდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]