weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გერმანიაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

16:18 ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018

გერმანიის დედაქალაქში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, 31 წლის მაგომედ-ალი ს., რომელსაც ბრალად ტერაქტის მომზადება ედება.

BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, ფედერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ბრალდებული საფრანგეთში დაკავებულ პირთან - კლემენტ ბ.-სთან ერთად მოქმედებდა და ამზადებდა მძიმე, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, ასევე, დანაშაულს ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულის ბინის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს მაგომედ-ალი ც.-მ და კლემენტ ბ.-მ დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება იყიდეს და გერმანიაში, ამ დროისთვის უცნობ ადგილზე აფეთქების მოწყობას გეგმავდნენ, თუმცა მაგომედ-ალის მიმართ პოლიციელების მხრიდან გატარებულმა ღონისძიებებმა მათ ხელი შეუშალა.

ამის შემდეგ, 22 წლის კლემენტ ბ. საფრანგეთში გაემგზავრა, მაგომედ-ალი კი ბერლინში დარჩა. კლემენტ ბ. 2017 წლის აპრილში, მარსელში დააკავეს. სხვა თანამზრახველებთან ერთად ის ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. პროკურატურის ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში მაგომედ-ალი ც. გერმანიაში რჩებოდა და პროკურატურის ინფორმაციით, სპეცსამსახურების კონტროლქვეშ იმყოფებოდა.

გამოცემა Der Spiegel წერს, რომ დაკავებული მამაკაცი ჩეჩნეთიდან არის, თუმცა ამ ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]