weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ლოს ანჯელესში ჰოლივუდის ცნობილი წარწერა მარიხუანის დასახელებით შეცვალეს

12:33 სამშაბათი, 03 იანვარი 2017

კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესში მდებარე კინოსამყაროს ცენტრის, ჰოლივუდის ცნობილი ნიშანი, გიგანტური წარწერა HOLLYWOOD უცნობმა პირმა HOLLYWEED-ად გადააკეთა, რითაც კალიფორნიის შტატში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის გახმაურებულ საკითხს გაუსვა ხაზი.

შავებში ჩაცმულმა უცნობმა, რომელიც სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, ლათინურ ასო-ბგერა O-ებს საგანგებოდ გამზადებული ნაჭრები ჩამოაფარა და სიტყვა WEED მიიღო, რაც ინგლისურენოვან ქვეყნებში მარიხუანის ერთ-ერთი სახელია.

გავრცელებული ვერსიით, ვანდალური ფაქტის ავტორმა მიანიშნა 2016 წლის ნოემბერში მიღებულ გადაწყვეტილებას მარიხუანის დეკრიმინალიზაციის შესახებ, რის მიხედვითაც 2018 წლიდან კალიფორნიაში მარიხუანის მოხმარება ლეგალური იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]