weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

ერდოღანმა ნიდერლანდებს ბრალი სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტაში დასდო

10:02 ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 hits 878

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიდერლანდებს ბრალი 1995 წლის ივლისში, ყოფილ იუგოსლავიაში, ბოსნიის ომისას სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტაში დასდო, რაც თურქეთ-ნიდერლანდების დიპლომატიური დაპირისპირების მორიგი შემთხვევაა.

14 მარტს ტელევიზიით გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ნიდერლანდური ხასიათი გატყდა ხოცვა-ჟლეტის დროს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უმძიმესი მასობრივი სიკვდილიანობა იყო. ერდოღანი ლაპარაკობდა ბოსნიის ომის დროს ბოსნია-ჰერცეგოვინაში სერბეთის საზღვართან მდებარე ქალაქ სრებრენიცაში სერბების მიერ რვა ათასზე მეტი მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვაზე. აღნიშნულ არეალში გაეროს მსუბუქად შეიარაღებული სამშვიდობო კონტიგენტი იყო განთავსებული, რომელიც ჰოლანდიელებით იყო დაკომპლექტებული. სამშვიდობო ჯარმა ვერ გაუგო მოწინააღმდეგის ზეწოლას და თავიდან ვერ აიცილა ხოცვა-ჟლეტა.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ერდოღანის განცხადებას „აუტანელი ისტორიული სიყალბე უწოდა“.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა წინა დღეებში ნიდერლანდის მთავრობას „ნაცისტების გადმონაშთი“ და „ფაშისტები“ უწოდა, რადგან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს ქალაქ როტერდამში ჩასვლისა და თურქეთის ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]