weather cur horoscope tv
ნოემბერი 10, 2024

ერდოღანმა ევროპაში მცხოვრებ თურქებს გამრავლებისა და 5 შვილის ყოლისკენ მოუწოდა

10:07 შაბათი, 18 მარტი 2017

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროპაში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდა, გამრავლების მაჩვენებელი გაზარდონ და 5 შვილი იყოლიონ. ერდოღანის განცხადებით, თურქული მოსახლეობის ზრდა იქნება საუკეთესო პასუხი ევროკავშირის „ვულგარიზმზე, მტრობასა და უსამართლობაზე“.

„ადგილი, სადაც ცხოვრობთ და მუშაობთ, თქვენი ახალი სამშობლოა. მოითხოვეთ თქვენი უფლებები. გახსენით უფრო მეტი საწარმოები, შეიყვანეთ შვილები უკეთეს სკოლებში, აცხოვრეთ ოჯახი უკეთეს სამეზობლოში, ატარარეთ საუკეთესო მანქანები და იცხოვრეთ ყველაზე ლამაზ სახლებში. იყოლიეთ არა მხოლოდ სამი, არამედ ხუთი შვილი იმიტომ, რომ თქვენ ხართ ევროპის მომავალი“, - განაცხადა ერდოღანმა ქალაქ ესკიშეხირში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

ერდოღანმა ევროპელებს ბრალი დასდო, რომ ისინი თურქებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იტანენ, თუ ისინი შავ სამუშაოს ასრულებენ.

„არაფერი აქვთ საწინააღმდეგო იმ თურქების მიმართ, რომლებიც ქარხნებში მუშებად მუშაობენ. მაგრამ თურქ მეწარმეებს, ინჟინერებს ან ქარხნების მენეჯერებს ვერ იტანენ“, - აღნიშნა ერდოღანმა.

ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ერდოღანის განცხადებები მიმართული იყო გერმანიაში მცხოვრები 1.4 მილიონი თურქი ამომრჩევლისკენ, ასევე ჰოლანდიაში, ავსტრიაში, ბულგარეთსა და დიდ ბრიტანეთში მყოფი თურქებისკენ.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]