weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბრაზილიაში საპრეზიდენტო კანდიდატი დანით დაჭრეს

16:09 პარასკევი, 07 სექტემბერი 2018

ბრაზილიაში ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი ჟაირ ბოლსონარო დაჭრეს. პოლიტიკოსს მინას ჟერეისის შტატში, წინასაარჩევნო კაპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრისას ცივი იარაღით მუცელში მიაყენეს ჭრილობა.

ბოლსონაროს შვილმა ინტერნეტში ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა ბევრი სისხლი დაკარგა და ის საავადმყოფოში მომაკვდავი მიიყვანეს.

ბოლსონაროს დაზიანებულ ნაწლავზე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ექიმების განმარტებით, მდგომარეობა სტაბილური, მაგრამ მძიმეა. მათი თქმით, პოლიტიკოსს საავადმყოფოში 7-10 დღის გატარება მოუწევს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]