weather cur horoscope tv
ივლისი 15, 2024

კიბოს ახალი ვაქცინა თაგვებში 100%-ით ეფექტიანი აღმოჩნდა

14:43 ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018

იმუნოთერეპიულ პრეპარატსა და ეფექტიანობის გამაძლიერებელ ქიმიურ ნაერთზე დაფუძნებული კიბოს ახალი ვაქცინა 100 პროცენტით ეფექტიანი აღმოჩნდა თაგვებში, აგრესიული მელანომის სამკურნალოდ.

ახალი და განსაკუთრებულად იმედისმომცემი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა აჩვენეს, რომ მათი თერაპიის ახალ მეთოდს შეუძლია ებრძოლოს კიბოს განმეორების რისკებსაც.

კალიფორნიის სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარ დეილ ბოგერის თქმით, თანათერაპია უზრუნველყოფს სრულ სამკურნალო პასუხს მელანომის წინააღმდეგ. ზუსტად ისე, როგორც ვაქცინას შეუძლია გაწვრთნას სხეული გარე პათოგენებთან საბრძოლველად, ეს კონკრეტული ვაქცინა იმუნურ სისტემას წვრთნის სიმსივნესთან საბრძოლველად.

მკვლევრებმა პირველ ეტაპზე 100 000 სხვადასხვა ქიმიური ნაერთი მოსინჯეს, რათა ეპოვათ ის კონკრეტული, რომელიც კიბოს იმუნოთერაპიის პრეპარატის ეფექტიანობას გაზრდიდა. თანდათან მათ მიაგნეს ნაერთს სახელად დიპროვოციმს, რომელიც თაგვებისა და ადამიანების იმუნურ რეცეპტორებს ე. წ. Toll-ის მსგავს რეცეპტორებად აქცევს. შემდეგ ეტაპზე მკვლევარებმა იმის ტესტირება დაიწყეს, რამდენად დაეხმარებოდა ეს ნაერთი თაგვებში კიბოს მკურნალობას.

როგორც ჯგუფი განმარტავს, ვაქცინა ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, რათა წარმოქმნას კიბოსთან მებრძოლი სპეციალური უჯრედები, რომლებსაც „სიმსივნის ინფილტრირების ლეოკოციტებს“ უწოდებენ.

მკვლევართა ჯგუფი სათანამშრომლოდ უკვე ეძებს კომპანიებს, რათა დამატებითი ტესტები ჩაუტაროს დიპროვოციმით გაძლიერებულ ვაქცინას და ამავე დროს, შეამოწმოს მისი მოქმედება სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]