weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2022

თურქეთის საზღვარზე ჩეჩენი მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩნდა

10:10 სამშაბათი, 04 აპრილი 2017

თურქეთის უშიშროების ძალებმა 18 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სირიიდან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. დაკავებულებს შორისა არის წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცი, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის მოწყობას გეგმავდა.

უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მას1.5 კილოგრამი ასაფეთქებელი საშუალება და ორი ყუმბარა აღმოუჩინეს. დაკავებულთა ჯგუფში სულ 9 მამაკაცი, 4 ქალი და 4 ბავშვია.

სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ რუსეთი შეშფოთებული იყო იმით, რომ რუსულენოვანი ამბოხებულები უკან ბრუნდებიან სირიიდან, სადაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს იბრძვიან.

გუშინ, სანკტ-პეტერბურგში განხორციელებული თავდასხმის შესახებ რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ წერდა, რომ თავდასხმაში ეჭვმიტალ თვითმკვლელ ტერორისტს სწორედ რადიკალურ ისლამისტებთან ჰქონდა კავშირი.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]