weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

შეერთებულმა შტატებმა 12 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

14:42 ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ სანქციები დაუწესა რუსულ კომპანიებს, რომლებიც ვაშინგტონის შეფასებით, საფრთხეს უქმნიან შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს.

ე.წ. შავ სიაში შეტანილ კომპანიებს დღეიდან ამერიკული საქონლისა და ტექნოლოგიების, მათ შორის კომპიუტერული პროგრამების შეძენა ეკრძალება.

სანქციები ასევე დაუწესდება მსოფლიოში ნებისმიერ ორგანიზაციასაც, რომელიც გადაწყვეტს, „შავ სიაში“ შეტანილ რუსულ კომპანიებს მიჰყიდოს აკრძალული ამერიკული პროდუქცია.

კიბერსივრცეში განხორციელებული აგრესიისა და რუსეთის სადაზვერვო საქმიანობის ხელშეწყობისთვის სანქციები შეეხო 12 იურიდიულ პირს, მათ შორის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „ვექტორს,“ კომპანიებს - „გამას,“ „საირუსს,“ „ოკეანოსსა“ და „აეროკომპოზიტს.“

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]