weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დიარბაქირში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა

10:19 სამშაბათი, 11 აპრილი 2017

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქ დიარბაქირში პოლიციის განყოფილებასთან დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე ოთხი კი დაშავდა.

როგორც პოლიციის წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, აფეთქება პოლიციის შენობის ავტოგარაჟთან მოხდა, რამაც შენობის სახურავის ჩამონგრევა გამოიწვია. აფეთქების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ დიარბაქირი თურქეთის ქურთისტანის ცენტრს წარმოადგენს და უმეტესად ეთნიკური ქურთებით დასახლებული ქალაქია.

აღსანიშნავია, რომ აფეთქება თურქეთში დაგეგმილ რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე განხორციელდა. რეფერენდუმი, რომელიც მიზნად ისახავს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის უფლებამოსილების გაფართოებას, 16 აპრილს უნდა გაიმართოს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]