weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2020

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

11:38 შაბათი, 29 სექტემბერი 2018 hits 675

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის დროს კიდევ 12 პირი დაშავდა. ქვეყნის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან სტიქიის ზონაში ძალიან ბევრი შენობა მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრეულია.

სტიქია კუნძულ სულავესის დაატყდა თავს. 7.5 სიმძლავრის მაგნიტუდის მიწისქვეშა რყევებმა ქალაქ პალუში ცუნამი გამოიწვია, სადაც 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

სტიქიის გამო, პალუს მთავარი აეროპორტი დროებით დაიხურა. რეისების განხორციელების უფლება მხოლოდ ვერტმფრენებს აქვთ.

ინდონეზია, სადაც 260 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, ამიტომ ძლიერი მიწისძვრები საკმაოდ ხშირია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]