weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

პეპ გვარდიოლა კატალონიის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ დემონსტრაციაზე გამოვიდა

15:54 ორშაბათი, 12 ივნისი 2017 hits 1600

კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში მდებარე მონტჟუიკის ბორცვზე გამართულ დემონსტრაციაზე, რომელიც კატალონიის დამოუკიდებლობასა და დაანონსებულ რეფერენდუმს ეძღვნებოდა, „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა სიტყვით გამოვიდა.

„თვრამეტჯერ ვცადეთ, მიგვეღწია შეთანხმებას რეფერენდუმზე, პასუხი კი ყოველთვის იყო - „არა“. სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა ხმის მიცემისა. მოვუწოდებთ, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მხარი დაგვიჭირონ და დაგვეხმარონ, დავიცვათ უფლებები, რომელსაც კატალონიაში საფრთხე ემუქრება, ისეთი უფლებები, როგორებიცაა თავისუფლებისა და გამოხატვის უფლება და ხმის მიცემის უფლება.“ - მოუწოდა გვარდიოლამ დემონსტრაციაზე შეკრებილ 40 000-ზე მეტ ადამიანს.

„არავითარი B-გეგმა არ არსებობს, წინგადადგმული ნაბიჯი მხოლოდ რეფერენდუმია“, - განაცხადა შეკრებაზე კატალონიის პარლამენტის ქალმა ლიდერმა, აქტივისტმა და ლინგვისტმა კარმე ფორკადელმა, რომელსაც დემონსტრანტები გულმხურვალე ოვაციით შეხვდნენ.

პარასკევს კატალონიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რეფერენდუმი დამოუკიდებლობის თაობაზე 1-ელ ოქტომბერს ჩატარდება, რასაც ოფიციალური მადრიდი კრიტიკულად შეხვდა - ესპანეთის ვიცე-პრემიერ სორაია საენს დე სანტამარიას განცხადებით, რეფერენდუმი არაკანონიერია და რამდენჯერაც არ უნდა გამოცხადდეს, იგი კატალონიაში მაინც არ გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]